[su_quote]სულ ლაბორატორიულად დადადასტურებულია 29 ომიკრონის შემთხვევა, მაგრამ ფაქტიურად, გაცილებით მეტია. რამე თუ იმ პროტოკოლით, რომელიც აქვს ყველა ლაბორატორიას ჩვენს მიერ გაგზავნილი თუ სად შეიძლება მიიტანონ ეჭვი, ეს ეჭვები უფრო და უფრო გახშირდა ბოლო დღეების განმავლობაში – მხედველობაში მაქვს ლაბორატორიული ინდიკატორები. დაახლოებით 50%-ში დასტურდება, რომ გახლავთ ომიკრონის შტამი ანუ მან დაიწყო ქვეყანაში ცირკულაცია და როგორც ვპროგნოზირებდით, ჩვენ გამონაკლისი არ ვართ, ჩვენთანაც ვრცელდება, მაგრამ ეს 29-ვე შემთხვევა ყველგან მიმდინარეობს მსუბუქად. უმრავლესობა ვაქცინირებულია. დიდი ალბათობით, ომიკრონის შტამი ქვეყანაში დომინანტი გახდება. ჩვენი პროგნოზით, ალბათ, დაახლოებით ეს სადღაც იანვრის შუა რიცხვებში იქნება. სამიდან ხუთჯერადი გავრცელების გადამდებლობის თვისება აქვს ამ შტამს. ამ შტამს აქვს ხუთჯერადად გაზრდილი რეინფიცირების ალბათობა. ერთადერთი დამამშვიდებელია, რომ ფატალური შემთხვევები ცოტაა[/su_quote]
განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.