ამ წუთებში საგურმოში მმართველი უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილს ხვდება. შეხვედრას პრემეირ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ასევე ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებიან. შეხვედრას, რომელიც ჭავჭავაძეების მარანში იმართება უმრავლესობის წევრებიც ესწრებიან.
ფოტომასალას ტელეკომპანია “პირველი” ავრცელებს. კადრებში ჩანან პარლამენტის წევრები: გუგული მაღრაძე, სოსო ჯაჭვლიანი, თამაზ მეჭიაური, ზაქარია ქუცნაშვილი.
განსახილველ თემად სავარაუდოდ, საარჩევნო სიების დაკომპლექტების საკითხი სახელდება.
ფოტოები გადაღებულია ტელეკომპანია “პირველის” მიერ