ძველ შეყვარებულს დაუბრუნდით ან ყოფილ ქმარს შეურიგდით? დარწმუნებული ხართ, რომ ძველი პრობლემები, რაც დაშორების მიზეზი გახდა, გამოსწორდება? ფსიქოლოგები 3 ნიშანს გამოყოფენ, რომელთა არსებობაც ურთიერთობაში ნიშნავს, რომ უმჯობესია ის დაასრულოთ:
1, მას რთული ბავშვობა ჰქონდა, ოჯახური დრამის მოწმეა
ძალიან ხშირად ბავშვობაში გადატანილი სტრესი თავს ზრდასრულ ასაკში იჩენს. რაც ყველაზე ცუდია, ადამიანი, რომელიც მშობლების ცუდი ურთიერთობის მოწმე იყო, ხშირ შემთხვევაში თავის ოჯახში იმეორებს ამ ურთიერთობის მოდელს.
ყველაზე მნიშვნელოვანია, ამგვარ ურთიერთობებში ქალები ხშირად წყვეტენ, რომ პარტნიორთან მაინც დარჩნენ. ისინი ფიქრობენ, რომ მათ გამოსწორებას შეძლებენ. კვლევები აჩვენებს, რომ არათუ იშვიათად, არასდროს არ ხდება მოძალადე პარტნიორების გამოსწორება, თუ პროფესიონალი ფსიქოთერაპევტი არ ჩაერია. საუკეთესო გამოსავალია ფსიქოლოგს მიმართოთ, თუ მისი დახმარების სურვილი გაქვთ. თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს ქალის ფსიქიკაზე მაინც ცუდ კვალვს ტოვებს.
2, საჯაროდ გამოხატავს აგრესიას თქვენს მიმართ
ერთ-ერთი ფსიქოლოგი ყვება შემთხვევას, როცა ქალმა აღმოაჩინა, რომ მისი პარტნიორი, რომელიც მიატოვა დედამ და გაზარდა საკმაოდ გაუწონასწორებელმა ბებიამ, ავლენდა რთულ ხასიათს ქალის მიმართ, განსაკუთრებით მეგობრების თანდასწრებით, რაც გამოიხატებოდა ფიზიკურ შეხებაშიც. ქალმა, როგორც საკუთარი ძალით, ასევე ფსიქოლოგის დამხარებით სცადა მისი გამოსწორება, სამი წლის განმავლობაში, მაგრამ ამაოდ. საბოლოდ განადგურებული ფსიქიკით დაშორდა.
3, ის ცდილობს მავნე ჩვევის მიტოვებას
მრავალი კვლევის თანახმად, ნარკოდამოკიდებულება, ალკოჰოლიზმი თუ სხვა მსგავსი მავნე ჩვევები ხანგრძლივ დროსა და მტკიცე ნებისყოფას ითხოვს. ფსიქოლოგების მიერ წარმოდგენილი ერთ-ერთი წყვილის ისტორია, რომელთაც საერთო ძალისხმევით დაძლიეს მამაკაცის ალკოჰოლისკენ მიდრეკილება, ფსიქოლოგების დასკვნითვე გამონაკლისია. სამაგიეროდ, მოგვიანებით განკურნებული მამაკაცის პარტნიორი ქალი გახდა ფსიქოლოგებთან სასიარულო, დანგრეული ფსიქიკის გამო.