დავალებების მიცემით თქვენი მფლობელი დააკავეს, 1%-ს რო აცდებით, მერე შემეხმიანეთ, – მსგავსი წარწერით ფოტოს სოციალურ ქსელში, ტელეკომპანია მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აქვეყნებს, რომელზეც ჩანს, რომ ტელეკომპანია პოსტივი მას ეკითხება, თუ რა დავალებებს აძლევს ის ჟურნალისტებს, რომლის შესრულებაზეც უარს ამბობენ.
როგორც გვარამია პოსტში აღნიშნავს, სწორედ პოსტივია ის ტელევიზია, სადაც იმის მიხედვით იყვანენ ჟურნალისტებს სამსახურში, ასრულებენ თუ არა, ისინი კონკრეტულ დავალებებს.
“პოზტივი, დავალებების მიცემით და შესრულების შემოწმებით თქვენი მფლობელია დაკავებული. ამის მიხედვით გიყვანენ სამსახურში და ამის მიხედვით გიხდიან ხელფასს.
მთავარი არხი ღარიბი არხია, აქვს ფინანსური კრიზისი და ჩვენ, ყველანი ერთად, ვფიქრობთ, როგორ დავძლიოთ ის. სამაგიეროდ რეიტინგით ჩვენზე სამჯერ მდიდარ იმედს დავეწიეთ ლამის და თქვენ 1% რო აცდებით, მერე შემეხმიანეთ”, – აცხადებს გვარამია.