ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ელისაშვილი: რატომ უნდა გვალაპარაკებდნენ ქართველ პოლიტიკოსებს უცხოელები? ხო შეგვიძლია დავსხდეთ და ვისაუბროთ

პოლიტიკური პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ქართველ პოლიტიკოსებს უცხოელები არ უნდა ალაპარაკებდნენ და საკითხები თვითონ უნდა მოაგვარონ.

მისივე თქმით, ლანძღვა პოლიტიკა არ არის და პოლიტიკოსებმა ხალხზე, საქმეზე უნდა იფიქრონ.

“ეროვნულ შეთანხმებაზე ვსაუბრობთ რამე მაიმუნობაზე ხომ არა, რომლისთვისაც ვერ მიგვიღწევია. ეს საზოგადოებრივი პროცესი უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის არ არის. რამდენადაც ჩამოდიოდნენ უცხოელები, მაგალითად დენიელსონი, შარლ მიშელი, იმდენად მეხამუშებოდა. რატომ უნდა გვალაპარაკებდნენ ქართველ პოლიტიკოსებს უცხოელები? ხო შეგვიძლია დავსხდეთ და დავილაპარაკოთ.
შერიგებამ შედეგი უნდა მოგვიტანოს, აქამდე თუ ლანძღვა ითვლებოდა პოლიტიკად, ეს უნდა ვაქციოთ ახალ დღის წესრიგად. საქმეზე ვიკამათოთ, ხალხზე ვიფიქროთ, რადგან ამასობაში ქვეყანა გასაცოდავდა და გაღატაკდა. ხო უნდა გავიზარდოთ ერთხელ და სამუდამოდ. კარგი პოლიტიკოსობაა, როდესაც ხალხზე და ქვეყანაზე ფიქრობ, სწორედ ასე მესახება მე ეროვნული შერიგების იდეა”, – აცხადებს ელისაშვილი.

იტვირთბა....