ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეკანოიძე ზურაბიშვილთან საუბრის შემდეგ: მან მომისმინა, ერთმანეთს მოვუსმინეთ, მოხდა აზრების გაცვლა

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ხატია დეკანოიძე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ პოზიტიურად არის გნწყობილი მოლაპარაკებებთან დაკაშირებით.

მისივე თქმით, ზურაბიშვილს უთხრა, რომ სააკაშვილის პატიმრობა არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, რომელიც ქვეყანას დაბრკოლებას უქმნის.

“ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად როგორ გვესმის და მე როგორ მესმის ეს საკითხი. ჩვენი ყველაზე მძიმე მოცემულობა არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა, რაც არის ყველაზე დიდი ნიშნული პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის. პოლიტიკური მართლმსაჯულება ქმნის ყველანაირ დაბრკოლებას ქვეყნისთვის, ის რომ მესამე პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, მათ შორის პოტენციური პოლიტიკური პატიმრის არსებობა ქვეყანაში, ეს რაღაცნაირად უნდა შეჩერდეს, გადაწყდეს. მე გავუზიარე, რომ ეს პოლიტიკური მართლმსაჯულება ასევე ქმნის დაბრკოლებას ევროატლანტიკური მომავლისთვის. მან მომისმინა, ერთმანეთს მოვუსმინეთ, მოხდა აზრების გაცვლა. მისი წარმოდგენით, არის ის მოცემულობა, რომ ძალიან რთული ხდება უკვე ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების დამკვიდრება. ის, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება არის უმნიშვნელოვანესი დაბრკოლება, ესეც გაიზიარა. მზაობა, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდეს, არსებობს. ჩემი განწყობა არის პოზიტიური უფრო იმიტომ, რომ როდესაც არსებობს კიდევ ერთი ფორმატი იმის, რომ ჩვენ ამ მძიმე მოცემულობიდან გამოსავალი მოვძებნოთ, მე ვფიქრობ, ეს არის პოზიტიური მოლოდინი”,- ამბობს დეკანოიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზინდენტი სალომე სამადაშვილ ინდივიდუალურ შეხვედრებს ოპოზიციის წარმომადგენლებთან ატარებს.

იტვირთბა....