ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კულუმბეგოვი: თუ ომიკრონი დომინანტური გახდება, დროის ერთ მონაკვეთში შეიძლება, 100 000-ზე მეტი პაციენტი დაგროვდეს

თუ ომიკრონი დომინანტური გახდება, დროის ერთ მონაკვეთში შეიძლება, 100 000-ზე მეტი პაციენტი დაგროვდეს, – აღნიშნულის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ინფიცირების მასშტაბური ზრდა ჰოსპიტალური სექტორში ძალიან დიდ რისკებს გამოიწვევს.

“თუ მოხდება ისე, რომ ომიკრონი დროის მოკლე მონაკვეთში გავრცელდება, ჰოსპიტალურ სექტორში ძალიან დიდი რისკი დაგვიდგება.
მაშინ, როდესაც ქვეყანაში დღეს მხოლოდ 35 000 აქტიური შემთხვევა გვაქვს და დაახლოებით 5 700 არის კლინიკაში მოთავსებული, თუ ომიკრონი გახდება დომინანტური, რისკი ჩნდება, რომ დროის ერთ მონაკვეთში შეიძლება, 100 000-ზე მეტი პაციენტი დაგროვდეს.
რაც შეეხება ვაქცინების ეფექტიანობას, სამწუხაროდ, დიდად შემცირებულია. ფაიზერის ორი დოზის შემთხვევაში, ომიკრონის გამანეიტრალებელი ძალის ეფექტიანობა 35%-ია. თუ ადამიანი იმატებს ბუსტერ დოზას, დაცვა იზრდება 75%-მდე. ასტრაზენეკას ეფექტიანობა მკვეთრად შემცირებულია და ორი დოზის შემდეგ საჭიროა „ფაიზერის“ ბუსტერის მიღება”, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ომიკრონის შტამით ინფიცირების ორი შემთხვევაა დაფიქსირებული.

იტვირთბა....