ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახაძე ომიკრონზე: აქტივობებს არტახები მოვუხსენით, თუმცა ჩემი თხოვნაა, ბევრი ნუ შეიკრიბებით

ქართული ოცნების დეპუტატი ლადო კახაძე კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელებასთან დაკავშირებით საზოგადოებას მასშტაბური შეკრებებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

როგორც ის აცხადებს, ორი შემთხვევა შესაძლოა გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდოს და ჰოსპიტალური სექტორი საკმაოდ გადაიტვირთოს.
“როგორც ცნობილია ომიკრონის შტამს გაცილებით მაღალი გავრცელების უნარი ახასიათებს და შესაძლოა ინფიცირების მზარდმა მაჩვენებელმა ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა გამოიწვიოს. ამ ცოდნაზე დაყრდნობით, ჩემი თხოვნაა ყველა ადამიანის მიმართ, რომ მიუხედავად ამ საახალწლო განწყობისა, ერთად ბევრი ნუ შეიკრიბებით. გამოდით, კიბატონო, ატარეთ ნიღაბი და დაიცავით დისტანცია. ჩვენთან მხოლოდ ორი შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა გეომეტრიული პროგრესიით გამრავლდეს.
ჩვენ საზოგადოებრივ აქტიურობას არტახები მოვუხსენით, ასევე კომერციულ აქტიურობას ბიზნესს, მაგრამ ასევე მოვუწოდებთ რეგულაციების მკაცრი დაცვისკენ. მინდა, რომ ჩვენ ყველა გამოწვევას გონივრულად შევხედოთ და ჩვენი შანსებიც გონივრულად გამოვიყენოთ. საკუთარი თავი დავინახოთ ექიმმა და ვიზრუნოთ სხვის ჯანმრთელობაზე”, – აცხადებს კახაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ომიკრონის 2 შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

იტვირთბა....