ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ შეხვედრას და მის გამოსვლას.
“საქართველოს საერთაშორისო მეგობრები ეთანხმებიან საქართველოს პრეზიდენტს, მეტს ვნახავთ უახლოეს მომავალში”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი ტვიტერში.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში გუშინ უმასპინძლა.
🇬🇪 International friends of #Georgia can't agree more with President @Zourabichvili_S. More coming soon. https://t.co/rm4Qv6E6GE
— Viola von Cramon (@ViolavonCramon) December 17, 2021