ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თემურ ალასანია: ჩემი გამოკითხვაზე დაბარება არის პოლიტიკური პიარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას გამოკითხვა მიმდინარეობს. ალასანია ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს.

ალასანიას თქმით, მისთვის ამ დრომდე უცნობია, რატომ მოხდა მისი გამოკითხვაზე დაბარება და რა შეკითხვები აქვს გამოძიებას.

„არ ვიცი რა შეკითხვები აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ვარ ამერიკის მოქალაქე, გადავწყვიტე მოვიდე ამ დაკითხვაზე და გავიგო, რა შეკითხვები აქვთ ჩემთან დაკავშირებით. ვესაუბრე ამერიკის კონსულს და პოლიტიკურ მრჩეველს, ჩემს ადვოკატებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოვიდე და გავიგო რა პრეტენზიები აქვთ, გამოძიება რაზე მიმდინარეობს, ამის მიხედვით გადავწყვიტავთ როგორ მოვიქცეთ. არცერთი ჩანაწერი ავთენტიკური არ არის, ამათ ექსპერტიზას მე არ ვენდობი და შინაარსობრივად არანაირ განცხადებას არ გავაკეთებ. ჩემი გამოკითხვაზე დაბარება არის პოლიტიკური პიარი და უხეში მცდელობა გადაიტანონ ყურადღება შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან“, – აღნიშნა თემურ ალასანიამ.

ამასთან, კითხვაზე უკავშირდება თუ არა მისი ჩამოსვლა 21 დეკემბერს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას, ალასანიამ აღნიშნა, რომ აქცია არ აინტერესებს და თბილისში მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით ჩამოვიდა.

“21 დეკემბერს ვიცი მარტო ერთი აქცია, ჩემი დისშვილის დაბადების დღე. ჩამოვედი, რომ ჩემს დას გავუწიო დახმარება, გვედით დავუდგე და აღვნიშნოთ ოჯახში მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღე, აქცია არ მაინტერესებს”,- განაცხადა თემურ ალასანიამ.

იტვირთბა....