ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რა მესიჯი დატოვა ფეისბუქზე 15 წლის მოცეკვავე გოგონამ, მე-13 სართულიდან გადმოხტომამდე

სამწუხარო ტრაგედიის შემდეგ, რომელიც გუშინ ბერბუკის ქუჩაზე მოხდა, როცა 15 წლის გოგო, სავარაუდოდ, მე-13 სართულიდან გადმოხტა და რომელიც “მეტრონომმა” შემთხვევის ადგილიდან გააშუქა, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია დეტალები, თუ რამ აიძულა ასეთი ახალგაზრდა და ულამაზესი გოგო ასეთი ნაბიჯი გადაედგა.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცოდით მისი ზუსტი ვინაობა (რომელსაც შეგნებულად არ ვაქვეყნებთ) და გადავწყვიტეთ მისი ფეისბუქიდან მოგვეპოვებინა ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ დაკავშირებული შეიძლება ყოფილიყო ამ ტრაგედიასთან.

“მეტრონომის” რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამ საშინელი ტრაგედიაზე და უთანაგრძნობს დაღუპული გოგოს ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს და ახლობლებს.

nini

“შენ მიხვდები, რომ დღეს იანვრის ცა მეტია, ვიდრე ადამიანთა ცრურწმენა, რომ თარსი რიცხვია ცამეტი“. – ასეთი პოსტი გამოაქვეყნა სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე დაღუპულმა გოგომ.
როგორც მისი ფეის-სტატუსიდან ირკვევა, 15 წლის გოგონა მოცეკვავე იყო. ის  “სუხიშვილებში” ცეკვავდა.
მოზარდის მეგობრები ტრაგედიას ფეისბუქში ეხმაურებიან:
“ნინი, როგორ მიყვარდი, გოგო…ვაიმე, რა ძნელია, ჩემო ანგელოზო… ეს რატომ გააკეთე, არ მჯერააა… არ მჯერა, იმიტომ, რომ „სუხიშვილებში“ ისე იმედით მელაპარაკებოდი, იმდენი გეგმა გქონდა, ეს ხომ უნდა შეგესრულებინა. რატოომ? როგორ მოგინელო, ჩემო დაქალო, როგორ? ან როგორ მივიდე ამ ადგილას უშენოდ? ყველაფერი ხომ შენ თავს გამახსენებს”,

„ვაიმე, ჩემო სიცოცხლე, როგორ შეიძლება შენი გარდაცვალება, რას წარმოვიდგენდი, აი ყველაფერს საერთოდ, მარა, შენზე ამას ვერ წარმოვიდგენდი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი პატარა, მოცეკვავე სული, მომენატრები, მიყვარახარ, ახლაც კი არ მჯერა“ – წერენ გარდაცვლილი გოგონას მეგობრები.
შეგახსენებთ, რომ ბერბუკის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მე-13 სართულის აივნიდან 15 წლის გოგონა გადახტა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მოზარდი გარდაცვლილი დახვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  საქმე აღძრულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....