კანონის და სამართლის ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მისივე თქმით, პოლიტიკური დიალოგის ფორმატს ელოდება და ის ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვება.
“სალომე ზურაბიშვილის გამოსვლიდან რამდენიმე ნოტი დავიჭირე და ხავსს მოვეჭიდე, თუ ის ამ ყველაფერს მოქმედებაში მოიყვანს, ძალიან გამიხარდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ცოტა გაუჭირდება, რადგან ირაკლი კობახიძის საშინელი განცხადება მოვისმინე. როგორც ჩანს, პრეზიდენტს ამ ადამიანებთან წინააღმდეგობების გადალახვა მოუწევს, თუ ამ წინააღმდეგობას გადალახავს, მხოლოდ გამიხარდება. შეთანხმების პროცესის დაწყება უდაოდ მისასალმებელია, მაგრამ როგორ მოიყვანს მოქმედებაში, ეს იქნება მთავარი. ირაკლი კობახიძისგან სრულიად უიმედობა მოვისმინე. როცა პრეზიდენტი მის გუნდთან ახლოს მყოფი იწყებს პროცესს, შეგიძლია, საერთოდ არაფერი თქვა”,- აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.