სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საშაურმე დააყაჩაღეს. ორმა ნიღბიანმა პირმა იარაღის მუქარით სალაროდან ათას ლარამდე თანხა წაიღო.
თავდამსხმელებმა მიმალვა მოახერხეს. გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.
როგორც „მეტრონომს“ შსს-დან აცნობეს, გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.