[su_quote]ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ამ პროცესს წავახალისებთ. სხვა საკითხია რამდენად შედეგზე გამსვლელია ეს პროცესი, რომელიც დაიწყება. თუმცა ვფიქრობ, რომ ყველამ ერთად უნდა ვუგულშემატკივროთ ამ პროცესს – რა გამოვა და რამდენად გამოვა, ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. მე პირადად, მეგობრებთან ერთად, შემდგომ შეხვედრებში უშუალოდ ჩავერთვები…ის რომ დღეს ჩვენ ფიზიკურად იქ არ ვიყავით, იმას არ ნიშნავს, რომ შემდეგი შეხვედრები თუკი გაიმართება, და იმედია გაიმართება, ჩვენ იქ არ ვიქნებით – ვიქნებით[/su_quote]
ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინასაახალწლო მიღებაზე გაკეთებულ განცხადებას, რომელზეც მან პოლიტიკურ პარტიები მიიწვია და ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით ისაუბრა.