ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯიშკარიანი: სააკაშვილს აქვს თავის ტვინის ორგანული დაზიანება, რომელმაც შესაძლოა, მისი ინვალიდიზაცია გამოიწვიოს

ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში წამყვანი ნერვოლოგიური დიაგნოზი და სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემებია.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტს აქვს ძალიან საშიში სიმპტომები, რის გამოც სპეციალურ მკურნალობას საჭიროებს.

“სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში წამყვანი არის ნერვოლოგიური დიაგნოზი, სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემები და კიდევ სხვა დამატებითი სიმპტომები. აგრეთვე, ასენიზაციისა და დეპრესიული მდგომარეობა, რომლებიც დიდი ალბათობით კავშირში იმყოფება თავის ტვინის ორგანულ დაზიანებასთან. აქედან გამომდინარე, საჭიროა ნერვოლოგიური მკურნალობა, რომელიც სათანადოდ არ მიმდინარეობს და შემდგომში უკვე ფსიქორეაბილიტაცია, ასევე სომატური რეაბილიტაცია. საქმე გვაქვს კომპლექსურ შემთხვევასთან. მას აქვს ძალიან საშიში სიმპტომები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის ინვალიდიზაცია, მას სჭირდება სპეციალური მკურნალობა და ეს შემდგომში რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შეუძლებლად მიგვაჩნია”, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, მკურნალობის მიზნით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

იტვირთბა....