„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას მისამართით აცხადებს, რომ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ მსგავსი თავგანწირული და უშიშარი მებრძოლი იშვიათად უნახავს.
მისივე თქმით, ნიკა გვარამიას აბსოლუტურ სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს.
„ჩემი აბსოლუტური სოლიდარობა და მხარდაჭერა ნიკა გვარამიას. ოლიგარქიული , რუსული რეჟიმის წინააღმდეგ თავგანწირული მებრძოლი. იშვიათად მინახავს უფრო უშიშარი და შეუპოვარი“, – აცხადებს ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის განხილვა მიმდინარეობდა.

