ახალი ამბები მთავარი

შსს მინისტრმა ახალი მოადგილეები წარადგინა

 

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილმა ახალი მოადგილები წარადგინა. მისი პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი იქნება.

„ბესიკ ამირანაშვილმა საქმიანობა რიგით გამომძიებლად დაიწყო და გაიარა სხვადასხვა კარიერული ეტაპი. მუშაობდა თბილისის მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, იმერეთის პოლიციის სამმართველოებში და ბოლოს აჭარაში. სისტემას უდავოდ სჭირდება პრაქტიკოსი პროფესიონალები და დარწმუნებული ვარ ბესიკი ყველა ამოცანას წარმატებით გაართმევს თავს“ – განაცხადა მღებრიშვილმა.

ასევე, მისი ახალი მოადგილეები იქნებიან დავით ვარდუაშვილი და მერაბ მალანია.

დავით ვარდუაშვილი სამინიტროში საფინანსო-სამეურნეო მიმართულებას უხელმძღვანელებს.

„მე მას უკვე მრავალი წელია ვიცნობ. დავითი გახლავთ საუკეთესო მენეჯერული თვისებებით დაჯილდოვებული. წარმატებული ფინანსტისტი და იურისტი. აქვე მინდა გითხრათ, რომ იგი ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორია, ასოცირებული პროფესორი, 18 ტექნიკურ-სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მე მინდა წარმატებები ვუსურვო მას. მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ მიწევს მასთან მუშაობა, რამეთუ ჩვენ ადრეც ერთად ვმუშობდით“ – განაცხადა მღებრიშვილმა.

კიდევ ერთი მოადილე მერაბ მალანია მინისტრმა როგორც თავისი საქმის პროფესიონალი, ისე დაახასიათა და აღნიშნა, რომ იგი სისტემისთვის ახალი არ არის. ის ბოლო დრომდე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა.

„მას სამართალდამცავ სისტემაში მუშობის საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვს და მე დარწმუნებული ვარ, ისიც მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს წარმატებით გაართმევს“ – განაცხადა მინისტრმა.

მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ ეს ძირეული საკადრო და სისტემური ცვლილებების პირველი ეტაპია და შინაგან საქმეთა სამინისტროში ცვლილებები კიდევ იგეგმება.

იტვირთბა....