ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რა ქონებას ფლობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე?

 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ბოლო დროს საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. თბილისის საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი კობახიძეს ბრალდებებს უყენებს, ე.წ პოლიტპატიმართა სიაში გარკვეულ პირთა ჩასმის შესახებ. საჯარო ბრალდებების საპასუხოდ კობახიძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

კობახიძე პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნებასთან“ ერთად მოვიდა. ივანიშვილმა ის მაჟორიტარიტარ კანდიდატად წარადგინა საჩხერეში, რითაც ვიცესპიკრის პარლემენტარობა თავიდანვე უზრუნველყო.

თავად კობახიძეს საკმაოდ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება აქვს. 1991-2001 წლებში  თბილისის 54-ე საჯარო სკოლის პედაგოგობიდან 2009-2011 წლებში არასამთავრო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ დირექტორი.

რაც შეეხება კობახიძის ქონებრივ მდგომარეობას, „მეტრონომი“ განაგრძობს საჯარო პირთა ქონებრივი დეკლარაციის გასაჯაროებას. ამ ეტაპზე გთავაზობს კობახიძის ქონებრივ  ანგარიშს.

რა ქონებას ფლობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე?

კობახიძეს ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის დასაწყისში აქვს შევსებული.

დეკლარაციით ირკვევა, რომ კობახიძეს ორი ბინა აქვს თბილისში აბაშიძისა და ბერბუკის ქუჩაზე.

“ქ. თბილისი, აბაშიძის ქ. N64 ბ.28, ფართობი – 95.56 კვ. ქ. თბილისი, ბერბუკის ქ. N8 ბ 91, ფართობი – 180.00 კვ.მ“-წერია დეკლარაციაში.

კობახიძემ პარლამენტის წევრის რანგში ერთი წლის მანძილზე ხელფასის სახით 76 845 ლარი მიიღო.

2016 წელს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი, საინტერესოა მოხვდება თუ არა კობახიძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში. ის მმართველი გუნდის ძირითად პროფესიულ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. კობახიძეს იურიდიული განათლება მიღებული აქვს, თუმცა პარტიის დაგეგმილ „საკადრო რეფორმებს“ გაივლის თუ არა კობახიძე ამ ეტაპზე რთული სათქმელია.

მარიამ ვარადაშვილი

 

 

იტვირთბა....