პარტია დროას ლიდერის ელენე ხოშტარიას შეფასებით, შერიგებასთან დაკავშირებით ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების როლი ძალიან დიდია.
მისივე თქმით, ამ პროცესისთვის კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი.
„ვფიქრობ, სამივე პრეზიდენტს აქვს განსაკუთრებული როლი ამ პროცესში. კარგი იქნება, თუ ჩვენ, როგორც ქვეყანა შევძლებთ, რომ ალბათ, პირველად დავინახოთ სამი ძალიან განსხვავებული პოზიციის მქონე პრეზიდენტი ერთად დამსხდარი. თუ ამ პროცესს სერიოზული ბედი უწერია, ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება. ახლა ჩვენ ვართ ეტაპზე, როდესაც აზრების გაცვლა იქნება მნიშვნელოვანი, თუ როგორ ვხედავთ ამ პროცესს. მერე არის გარკვეული ქმედებების დრო, რომ პროცესის სერიოზულობა დავინახოთ. ამიტომ, დიახ, პრეზიდენტების ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა, ეს მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ნაბიჯები არის გადასადგმელი. მარჩიელობას შევეშვები და მოქმედებებს დაველოდები“, – განაცხადა ხოშტარიამ.