[su_quote]შესარიგებელი გვაქვს რამე? – არა. რომ გაგვიხდეს შესარიგებლად საქმე, ვიღაც ხომ იქნება დამნაშავე? – ან შენ, ან მე. შერიგების პროცესი როგორ დაიწყება? – მე თუ ვარ დამნაშავე უნდა მოვიდე [გითხრა] ბოდიშს გიხდი, მაპატიე. კანონმა ვინც დაადანაშაულა, საერთაშორისო სამართალმა ვინც დაადანაშაულა, იმან უნდა დაიწყოს ბოდიშის მოხდა. ორ სიტყვას ვცემ ყველაზე დიდ პატივს, წიგნიც მაქვს ამაზე – “მადლობთ, ბოდიში”[/su_quote]
ასე უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა ლადო კახაძემ მთავარი არხის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ როგორ წარმოუდგენია მას ეროვნული შერიგება. შეგახსენებთ, რომ ეროვნული შერიგების თაობაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. ამასთან, მოქმედმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გამართულ დემოკრატიის სამიტზე პირობა დადო, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, რომელშიც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული.

