ცენტრ ემპათიას ნევროლოგის, ოთარ თოიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ანემიის ან ფსიქიკური მდგომარეობის გამო, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გაუარესდეს.
მისივე თქმით, სააკაშვილის საჭიროებს სპეციალურ რეაბილიტაციას, რომელის საშუალებაც საქართველოში არ არის.
“მისი ნევროლოგიური სტატუსი წამყვანია მის დაავადებაში. სტაბილურად რაც რჩება, ეს არის სიარულის, კოორდინაციის პრობლემა, ხასიათის მერყეობები, თუმცა, ეს არ სცილდება ნორმატიულ ფარგლებს. ეს არის ძირითადად მისი ნევროლოგიური სტატუსი. ის ახლა ძირითადად საჭიროებს სპეციალურ რეაბილიტაციას, ჩვენ ამას ვუწოდებთ ნეირორეაბილიტაციას და ფსიქონერვულ რეაბილიტაციას, რომლის საშუალება საქართველოში ვერ მოვიძიეთ იმ მოცულობით და იმ სიღრმით, რაც პაციენტის მკურნალობისთვის საჭიროა. მისთვის საჭიროა სპეციალიზებული დაწესებულება, რომელიც ეჭვი მეპარება, საქართველოში მოვიძიოთ. საუბარი იყო უცხოეთში მის გადაყვანაზე”, – განაცხადა თოიძემ.