aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი მსოფლიო

6 ადამიანი დაიღუპა: ჯაკარტას ტერაქტებში ISIS-ს კვალს ხედავენ (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

.

ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში აფეთქებებს 6 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს. ტერორისტებმა ჯაკარტის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრთან და პოლიციის შენობასთან ჯერ აფეთქებები მოაწყეს, შემდეგ კი ცეცხლი გახსნეს.

სროლის შემდეგ, ტერორისტები კინოთეატრის სახურავზე გამაგრდნენ.

ამ დროისთვის სპეცრაზმი მათი დაკავების ოპერაციას ატარებს. გავრცელებული ცნობით, 14 თავდამსხმელიდან 4 პოლიციელებმა მოკლეს. ქალაქის ცენტრი მთლიანად გადაკეტილია. ქუჩიდან დაჭრილი ხალხი სამედიცინო დახმარების მანქანებით გაჰყავთ.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ტერაქტების სცენარი დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ხელწერას ჰგავს. ქვეყნის პრეზიდენტმა მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ შეიპყრო ერთი თავდამსხმელი პოლიციამ.

იტვირთბა....