ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლომჯარია სააკაშვილზე: დიდი აქცენტი მხოლოდ ფსიქოტროპულ საკითხებზე კეთდება, თუმცა პრობლემა მრავალმხრივია

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ და მის მიერ შექმნილმა სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს.

მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბრისას ძალიან დიდი აქცენტი კეთდება მხოლოდ ფსიქოტროპული მედიკამენტების საკითხზე, თუმცა პრობლემები ერთიანად უნდა შეფასდეს.

“ყველა სპეციალისტმა თავისი მიმართულებით შეისწავლა პაციენტის საქმე დეტალურად, ასევე ჩატარდა მისი უშუალო გასინჯვა შესაბამისი სპეციალისტების მიერ, პარალელურად მიმდინარეობდა მის მკურნალ ექიმთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება, მივიღეთ ინფორმაციები, ყველას აქვს საკუთარი მიმართულებით ინფორმაცია, რომელსაც სჭირდება შეჯერება, ეს არ არის პაციენტი, რომელსაც ერთი კონკრეტული პრობლემა აქვს გართულებები არის მრავალმხრივი. ექიმებს სჭირდებათ, რომ ეს ინფორმაცია შეაჯერონ და ამის შემდგომ საჯაროდ გავრცელდება დასკვნა თავისი რეკომენდაციებით და შეფასებით.

მე ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი არ ვარ ექიმი, თავად ექიმებიც ისაუბრებენ, როგორც მითხრეს, რიგ შემთხვევაში მდგომარეობა არის უკეთესობისკენ, რიგ შემთხვევაში უარესობისკენ.

ძალიან დიდი აქცენტები კეთდება მხოლოდ ფსიქოტროპულ საკითხებზე, თუმცა პრობლემები მრავალმხრივია, რომელსაც ერთიანობაში სჭირდება შეჯერება, განხილვა და ერთიანი სურათის დანახვა. მხოლოდ ერთი კონკრეტული პრობლემა არ არის მისი ჯანმრთელობის პრობლემა. ამიტომ, ჩემი თხოვნაც იქნება, რომ მაინცდამაინც ამ საკითხზე ამხელა ყურადღებას ნუ გაამახვილებთ. ყველაფერი ერთობლიობაში უნდა შეფასდეს და ვეცდებით, რომ ძალიან მალე ჩვენი დასკვნა იყოს”,- განაცხადა ლომჯარიამ.

იტვირთბა....