ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი შსს-ში დაიბარეს.
როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, საქმე ეხება თაღლითურ სქემას ე.წ. ქოლ-ცენტრების მუშაობასთან დაკავშირებით.
“ხვალ, 11:00 საათზე საერთაშორისო თაღლითურ სქემასთნ დაკავშირებით, რომელიც აწყობილი აქვს სუსს და უჩა მამაცაშვილს გამოკითხვაზე მივდივარ შსს-ში თბილისის პოლიციის დეპარტამენტში. ვაპირებ, მივიდე და ოფიციალურად დავაფიქსირო ყველა სავარაუდო დამნაშავე და საერთაშორისო თაღლითი, ქურდი”, – წერს ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, ქოლ-ცენტრების შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟი მთავარი არხის ეთერში გუშინაც გავიდა.