ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

მდინარაძე: ტიკარაძე თავის გადაწყვეტილების შესახებ საუბრობდა გუნდის შიგნით დღეებით ადრე

[su_quote]ეს დაპირისპირება იყო ის ტყუილი, რომელიც თქვენ გაახმოვანეთ. მე ვიცი, რომ ტყუილია და ამას გიდასტურებთ. საიდან ვიცი და იმ გუნდის წევრი ვარ. ეკა ტიკარაძე თავის გადაწყვეტილების შესახებ საუბრობდა გუნდის შიგნით დღეებით ადრე, ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი იყო ბევრი ადამიანისთვის. ეს ინფორმაცია გაიგეთ თუ არა იმ წუთში იცით, რა თქვით? ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეკა ტიკარაძე აპირებდა გადადგომას, იცოდით, ყოველ შემთხვევაში, თქვენმა პროდიუსინგმა, უბრალოდ, ეს ამბავი დამალეთ, ეს არის ჩემი ვარაუდი. ეს ამბავი დამალეთ და მოყევით ამბავი, თითქოს იყო დაპირისპირება, რადგან იცოდით, შესაძლებელი იყო ეს ადამიანი გადამდგარიყო, ეს დაბრალებოდა დაპირისპირებას[/su_quote]

ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

იტვირთბა....