ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ალასანია სააკაშვილზე: უკრაინაში დაბრუნებაზე ვკითხე და რისხვა მივიღე – შენ მე ვინ გგონივარო?

ინტერესის გათვალისწინებით, მე გავბედე და ვკითხე უკრაინაში დაბრუნებაზე, მივიღე ისეთი რისხვა, შენ მე ვინ გგონივარ, მე აქ რისთვის ჩამოვედი, ჩემს ქვეყანაში, რომ კიდევ სადღაც გავიდეო? მოკლედ, ძალიან არ მოეწონა ეს ჩემგან. გამოირკვა, რომ აქვს ძალიან ხშირი თავის ტკივილები, თითქმის არ აქვს ძილი, აქვს საშინელი კუნთების ტკივილი და ნევროლოგიური სიმპტომები. რაც დავინახე კიდევ, ის არის, რომ მაინც ურჩევნია, იწვეს. გადმოხოხდება, დაჯდება სკამზე და მერე, ცოტა ხანში, ისევ მიდის საწოლში. რეაბილიტაცია აღარ მიხსენებია. გაცვლაზე რომ ასეთი რეაქცია ჰქონდა, უკვე ხმა აღარ ამომიღია. მე ჩემს ქვეყანაში ჩამოვედიო და დამიბრიალა თვალები. ლაპარაკში რომ გაირკვა, სიმპტომები აქვს, ჩემი აზრი და სურვილია რეაბილიტაცია საზღვარგარეთ

ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიამ განაცხადა.

იტვირთბა....