ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

მაჭარაშვილი: შერიგების წინაპირობა ოპოზიციის მხრიდან არასწორი საქციელის აღიარებაა

როდესაც ვსაუბრობთ, რომ ოპოზიცია მოვიდეს პარლამენტში და დაიწყოს მუშაობა, შერიგების წინაპირობა უნდა იყოს ის, რომ მათ აღიარონ ის არასწორი საქციელი, რასაც ჩადიოდნენ და ჩვენ მზად ვართ ამ პროცესში ჩავერთოთ,- ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილიმა განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ის შერიგების არსს მიესალმება, თუმცა მისივე თქმით, გარკვეული ნაბიჯები ოპოზიციის მხრიდან უნდა გადაიდგას.

“წინაპირობად აყენებენ ისეთ საკითხს, რომელიც სამართლებრივად შეუძლებელია. პატიმრის გათავისუფლების უფლება ხელისუფლებას არ აქვს, რა სამართლებრივი საშუალებაც არსებობს პრეზიდენტის მხრიდან, პრეზიდენტის პოზიცია ამასთან დაკავშირებით, ვიცით. რაც მთავარია, სააკაშვილი თუ შეურიგდება და მოახერხებს იმ ოჯახებთან შერიგებას, რომლებიც დაზარალდნენ ზოგი სიცოცხლით, ქონებით, ჯანმრთელობით და ა.შ, ამის მერე მორალურად შეიძლება, გამართლებული იყოს საუბარი შერიგებაზე მის კონკრეტულ დანაშაულებებთან დაკავშირებით. ოპოზიციას დაუძველდა მეთოდები, რამდენიმე საათში კი არა, უკვე რამდენიმე წუთში გაიყიდებიან, როდესაც ამბობენ, რომ შერიგება სურთ და სულ რამდენიმე საათისა და წუთის შემდეგ ისეთ განცხადებას გააკეთებენ, რომ უკვე ფარდა ახდილი აქვს მათ ძალადობრივ მოწოდებას.

შერიგებას მივესალმებით, მაგრამ ნაბიჯები უნდა გადმოდგას გაბუტულმა ოპოზიციამ, რომელიც პარლამენტიდან ქუჩაში გაიქცა. ჩვენ ხომ არ გავიქცევით პარლამენტიდან ქუჩაში. ქუჩიდან უნდა მობრძანდნენ პარლამენტში და შემდეგ ამ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში შევხედავთ, არის თუ არა რესურსი, რომ შევრიგდეთ. სალომე ზურაბიშვილმა როდესაც თქვა, უნდა მოხდეს შერიგება, მას არ უგულისხმია მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, რადგან მისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ცნობილია. ეს, სამწუხაროდ, ოპოზიციის ინტერპრეტაციაა. ოპოზიციას ახლა გაახსენდა, რომ ქვეყანას ლეგიტიმური პრეზიდენტი ჰყავს? როდის იყო ლეგიტიმური პრეზიდენტი მაგალითად „ნაცმოძრაობისთვის“, რომელიც რამდენიმე თვის წინ სულ ამბობდა, რომ არის არალეგიტიმურად დანიშნული. არალეგიტიმური პრეზიდენტისგან როგორ ითხოვენ შეწყალებას. ზოგადად, შეწყალება უნდა იმ ადამიანს, რომელიც ჩადენილ დანაშაულებს ინანიებს. ეს არის პრეზიდენტის ინიციატივა, რომელსაც მივესალმებით იმ ნაწილში, თუ ოპოზიცია გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს, რისიც სამწუხაროდ, არ გვჯერა. თვითონვე ამბობენ, რომ მათთვის შერიგება არის ნომერ პირველი – სააკაშვილის განთავისუფლება და მათი ხელისუფლებაში მოსვლა. ეს მათი შერიგების ფორმატია. მხარდამჭერებსაც აღარ სჯერათ მათი განცხადებების, რადგან დილას ერთს ამბობენ და შემდეგ სხვას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ სამიტზე გაკეთებულ განცხადებას „პირობას ვდებ, წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.

იტვირთბა....