ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წილოსანი: ლოზუნგმა ფრი მიშა არ გაამართლა თავისი ამორალური შინაარსიდან გამომდინარე

ქართული ოცენიბის წევრის ნინო წილოსანის თქმით, ლოზუნგმა ფრი მიშა არ გაამართლა თავისი ამორალური შინაარსიდან გამომდინარე ახლა ის შეიცვალა უფრო ლამაზად ჟღერადი ლოზუნგით. ამის შესახებ წილოსანმა იმედის ეთერში განაცხადა.

“ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რას გულისხმობენ ამ შერიგების უკან, რასაც თავადაც არ უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება, ეს არის ვადამდელი არჩევნები, ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით დაბრუნება. მე მათთან ერთი კითხვა მაქვს, უკაცრავად, რა შერიგებაზე გვესაუბრებით”,- ამბობს წილოსანი.

6 დეკემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილიმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა განცხადება, რომლითაც მმართველ გუნდს მიმართავს: “უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია”

იტვირთბა....