ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზარქუა ისტორიის სახელმძღვანელოზე: ვინმეს მოსწონს თუ არა, ივანიშვილმა ააშენა ეკლესიები საქართველოში

ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ზარქუა თქმით, ისტორიის სახელმძღვანელოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ღირსეული ადგილი უჭირავს საქართველოს ისტორიაში.

“ივანიშვილმა დაამარცხა ტირანია 2012 წელს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად. ისევე, როგორც ევროპული გზა, რომელიც, სხვათა შორის, დაიწყო შევარდნაძემ თავის დროზე, ღირსეულად დააგვირგვინა ივანიშვილის დროს ჩვენმა ხელისუფლებამ, ეს არის უვიზო მიმასვლა, ეს არის თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირის ბაზართან”,- ამბობს ზარქუა.

შეგახსენებთ, რომ დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ისტორიის 9 კლასის წიგნში ბიძინა ივანიშვილის ისტორიაა და ამის გაპროტესტებას იწყებდა.

“ამ საბჭოთა სიმახინჯეზე მიიღებთ პასუხს, თან მწარეს! არ გავჩერდებით, სანამ ეს სიმახინჯე არ გამოსწორდება. სკოლის სახელმძღვანელოში ბელადის დიდება მოინდომეს” – ამბობს  ელენე ხოშტარიამ.

განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებულ სახელმძღანელოებს შორის ერთ-ერთია გამომცემლობა დიოგენეს მე-9 კლასის ისტორიის წიგნიც, რომელსაც განათლების სამინისტროსგან გრიფი 2020 წელს მიენიჭა.

იტვირთბა....