მეგობრებო, ხვალიდან და შედეგის მიღწევამდე ვიწყებთ სხვადასხვა ფორმის პროტესტს, – ამის შესახებ პარტია, დროა-ს ლიდერი ელენე ხოშტარია, სოციალურ ქსელში წერს, რის გამოც სკოლის ისტორიის სახელმძღვანელოში, ბიძინა ივანიშვილის შეტანის გამო პროტესტს იწყებს.
“მეგობრებო, ხვალიდან და შედეგის მიღწევამდე ვიწყებთ სხვადასხვა ფორმის პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო. ყველა, ვისაც ამ თემაზე გაქვთ პროტესტი გამოგვეხმაურეთ, ყველა იპოვით თქვენ ადგილს ამ პროტესტში, იქნება ბევრი ფორმით. 598 642 956 მოგვწერეთ დაგვირეკეთ დავორგანიზდეთ და შევუტიოთ! ეს ყველას გვეხება”, – წერს ელენე ხოშტარია.
ინფორმაციისთვის, დღეს ელენე ხოშტარიამ საკუთარი ფეისბუქ გვერდით გაავრცელა ფოტო ერთ-ერთი სასკოლო სახელმძღვანელოდან, რომელშიც მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ადიდებენ.
“ამ საბჭოთა სიმახინჯეზე მიიღებთ პასუხს, თან მწარეს! არ გავჩერდებით, სანამ ეს სიმახინჯე არ გამოსწორდება. სკოლის სახელმძღვანელოში ბელადის დიდება მოინდომეს” – ამბობს ელენე ხოშტარიამ.
განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებულ სახელმძღანელოებს შორის ერთ-ერთია გამომცემლობა დიოგენეს მე-9 კლასის ისტორიის წიგნიც, რომელსაც განათლების სამინისტროსგან გრიფი 2020 წელს მიენიჭა.
“[2012 წელს] მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი ქართული ოცნების დამფუძნებელი, ცნობილი ქველმოქმედი და მეცენატი, ბიძინა ივანიშვილი გახდა. ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საქართველოს ევროპული კურსი არ შეცვლილა და პირიქით, ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდა (გვერდი 410)”, – აღნიშნულია მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში.