ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: საკუთარი ექიმების დანიშნული წამლების მიღება თუ ვინმეს სააკაშვილის წამება ჰგონია…

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, განურჩევლად თანამდებობისა კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი. ამის შესახებ მან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

“არავის სიამოვნებს ადამიანის დაჭერა, დაკავება და საპატიმროში ყოფნა. ვინც არ უნდა იყოს ის, არ აქვს მნიშვნელობა.

ადამიანურად ეს არ არის სასიამოვნო, მაგრამ როდესაც შენ გაქვს დანაშაული ჩადენილი, როცა შექმენი ის მმართველობა, ის სისხლიანი, ის ბოროტება, რომელიც იყო უმძიმესი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ჩვენ თუ გვინდა, ვიცხოვროთ და ავაშენოთ სამართლიანი სახელმწიფო, განურჩევლად თანამდებობისა, ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი.

მიხეილ სააკაშვილი არის კონკრეტულ საქმეებზე გასამართლებული და იხდის სასჯელს. შესაბამისად, სააკაშვილი არის დამნაშავე და ის იხდის სასჯელს. საკუთარი ექიმების მიერ დანიშნული წამლების მიღება თუ ვინმეს წამება ჰგონია, ჰკითხეთ თქვენს ლიდერს, ჰკითხეთ მეგის ქარდავას და ზედმიწევნით აგიხსნით და გაჩვენებთ, რა იყო წამება.

გვერდზე რომ გიზით ბატონი ონიანი, ჰკითხეთ, წამება როგორი იყო და როგორ აწამებდნენ ადამიანებს. თქვენ ხართ კოლექტიური მეგის ქარდავები, ეს არის სამწუხარო რეალობა”,- ამბობს კალაძე.

იტვირთბა....