aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

განათლების მინისტრი: ისტორიაში ივანიშვილი აუცილებლად ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ისტორიული მნიშვნელობის პიროვნება და უაღრესად დიდი ქველმოქმედია, შესაბამისად, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში აუცილებლად უნდა იყოს მოხსენიებული.

“საზოგადოებას მინდა, შევახსენო, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი არის სრულად გამჭვირვალე და გრიფირების პროცესის დროს ყველას აქვს შესაძლებლობა, იხილოს წარმოდგენილი სახელმძღვანელოების მაკეტები და თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირონ.

განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის უდიდესი როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. რასაკვირველია, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ისტორიული მნიშვნელობის პიროვნება და უაღრესად დიდი ქველმოქმედი. შესაბამისად, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ბატონი ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი და ეს ასეც იქნება შესაბამის სახელმძღვანელოებში”,- ამბობს ჩხენკელი.

შეგახსენებთ, რომ დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ისტორიის 9 კლასის წიგნში ბიძინა ივანიშვილის ისტორიაა და ამის გაპროტესტებას იწყებდა.

“ამ საბჭოთა სიმახინჯეზე მიიღებთ პასუხს, თან მწარეს! არ გავჩერდებით, სანამ ეს სიმახინჯე არ გამოსწორდება. სკოლის სახელმძღვანელოში ბელადის დიდება მოინდომეს” – ამბობს  ელენე ხოშტარიამ.

განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებულ სახელმძღანელოებს შორის ერთ-ერთია გამომცემლობა დიოგენეს მე-9 კლასის ისტორიის წიგნიც, რომელსაც განათლების სამინისტროსგან გრიფი 2020 წელს მიენიჭა.

იტვირთბა....