aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე: თბილისი არ არის ქალაქი, რომელშიც უბრალოდ – ცხოვრობ, მუშაობ და მდორედ მიუყვები ცხოვრებას

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა. ამასთან, კახა კალაძემ საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა

“ჩემგან არავის გესწავლებათ და ყველამ ვიცით, რომ თბილისი არ არის ქალაქი, რომელშიც უბრალოდ ცხოვრობ, მუშაობ და მდორედ მიუყვები ცხოვრებას.

თბილისი არის ქალაქი თავისი მყარი სოციალური არქიტექტურით, ისტორიითა და განუმეორებელი კოლორიტით. ალბათ ყველა „ახალგაზრდა“ ქალაქი რაღაცით ერთმანეთს ჰგავს, ყველა ძველი ქალაქი კი თავისებურად გამორჩეულია, თუმცა, თბილისს არამხოლოდ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ჩაბუდებული ისტორია და გასაოცარი კულტურული თუ არქიტექტურული მემკვიდრეობა, არამედ სწორედ მთელი ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა უბანში გაფანტული ადამიანები ქმნიან.

სწორედ ეს ადამიანები სძენენ ამ საოცარ ქალაქს სიცოცხლეს და ჩვენ, ჩვენი მხრივ, ვალდებული ვართ, მათი საცხოვრებელი გარემო გავხადოთ სოციალურად უფრო მეტად უზრუნველყოფილი, უფრო ჯანსაღი, უფრო კომფორტული და რა თქმა უნდა, სიცოცხლით სავსე”, – განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....