ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ღუდუშაური: ონლაინკაზინოებმა ჩვენს არაერთ მოქალაქეს ძალიან მძიმე შედეგი მოუტანა – შემუშავებული კანონპროექტი მხარდასაჭერია

[su_quote] ეს იყო გამოწვევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით – ახალგაზრდა თაობას ჰქონდა. ონლაინკაზინოებმა ჩვენს არაერთ მოქალაქეს ძალიან მძიმე შედეგი მოუტანა. შესაბამისად, ეს კანონპროექტი ძალიან კარგი, სამართლიანი და მხარდასაჭერია.[/su_quote]

 

ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა  განაცხადა.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე კვირაში საკანონმდებლო ორგანოში ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით კანონპროექტის ინიცირება იგეგმება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ონლაინკაზინოების მფლობელებისთვის გაიზრდება გადასახადები, აიკრძალება რეკლამა და ბარიერი 25 წლამდე აიწევს.

კანონპროექტის განხილვა, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება და ცვლილებები ძალაში 2022 წლის იანვრიდან შევა.

იტვირთბა....