aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირმა ზავრადაშვილი: არ უნდა იცოდნენ ბავშვებმა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედი და მეცენატია?

aviabiletebi
ავიაბილეთები

ანუ, არ არის მეცენატი და ქველმოქმედი ბატონი ბიძინა? ვთვლი, რომ საქართველოს ისტორიაში თუკი ვინმე ჰყოლია მეცენატი და ქველმოქმედი, ერთ-ერთი ბატონი ბიძინაც არის, – ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა მეტრონომთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით,  მსგავსი ტიპის ინფორმაციის განთავსება სახელმძღვანლოში პროპაგანტისტული არ არის.

“ანუ, არ არის მეცენატი და ქველმოქმედი ბატონი ბიძინა? ვთვლი, რომ საქართველოს ისტორიაში თუკი ვინმე ჰყოლია მეცენატი და ქველმოქმედი, ერთ-ერთი ბატონი ბიძინაც არის. მის სახელთან არის დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გაკეთება ქვეყნისთვის, რაც პრაქტიკულად შეუძლებლადაც კი მიმაჩნია, რომ ადამიანს ამის გაკეთეთების სურვილი გაუჩდეს და არა გააკეთოს კიდეც. ვერ ვხედავ ვერანაირად საწინააღმდეგო აზრს იმისას, რომ თუ დადიოდა დედამიწაზე საერთოდ ადამიანი, ქართველი, რომელმაც იცოდა საქართველოს ისტორია და მის ქველმოქმედებაში ეჭვი ეპარებოდა, ვერც კი წარმომედგინა.

რაც შეეხება ოპოზიციის რეაქციას – ყველაფერ კარგზე რაც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული ოპოზიციას, სამწუხაროდ, აქვს მწვავე და არაადეკვატური რეაქცია.

როდესაც ამბობს ადამიანი რომ ეს ყველაფერი პროპაგანტისტულია –  რის პროპაგანდაზეა საუბარი? იმის, რომ ადამიანებმა, ბავშვებმა, იცოდენენ ქველმოქმედი ადამიანის ისტორიის შესახებ? რომ ქველმოქმედი ადამიანი ეს რომ გაიგონ ბავშვებმა ამას უპროტესტებენ? არ უნდა იცოდნენ ბავშვებმა რომ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედი და მეცენატია? მან უამრავი კარგი რამ გააკეთა, იმ შავბნელ და ავბედით წლებში, ქართული კულტურა, თეატრი, სპორტი – უამრავი ადამიანი, რომელიც ამით იყო დაკავებული და სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩარეცხა, გადაარჩინა ბატონმა ბიძინამ და ეს არ უნდა იცნოდნენ ბავშვებმა? რომ არ ვისაუბროთ იმ დანარჩენ პროექტებზე, რომელიც მისი, პირადი თანხებით არის გაკეთებული ქართველებისთვის და საქართველოსთვის”,- აცხადებს ირმა ზავრადაშვილი.

ინფორმაციისთვის, საზოგადოების ნაწილი მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი პრეტენზია იმ ქვეთავებს უკავშირდება, რომელიც აგვისტოს ომს, ვარდების რევოლუციას და ბიძინა ივანიშვილს ეხება. საზოგადოების ნაწილის შეფასებით, წიგნი პროპაგანდისტულია და მასში მოქმედი ხელისუფლების ხოტბის შესხმა ხდება, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ვარდების რევოლუციის როლი კი დაკნინებულია და უფრო მეტად უარყოფით კონტექსტშია წარმოჩენილი.

იტვირთბა....