ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

უდუმაშვილი: გასაკვირი არ არის განათლების მინისტრისგან, რომელიც ივანიშვილს ექვთიმე თაყაიშვილს ადარებს

[su_quote] ეს არის თანამედროვე ისტორიის გადაწერის მცდელობა, მასში არის სწორედ ის ნარატივი, რასაც ვისმენთ 2012 წლის შემდეგ უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან, რომ თითქოს ქართულმა მხარემ დაიწყო ომი. ეს ჩვენ მოსმენილი გვაქვს მათ შორის, პრეზიდენტისგან, პრემიერმინისტრისგან, შემდეგ იყო გადაკეთებული ეს ფრაზები. ეს არის ისტორიის გადაკეთების მცდელობა. ყველანაირად ცდილობენ, თუნდაც, ვარდების რევოლუციის მონაპოვარი რამენაირად დააკნინონ, სამაგიეროდ განადიდონ ბიძინა ივანიშვილი სასკოლო სახელმძღვანელოებში. საბჭოთა კავშირში ლენინის ბიოგრაფიას რომ გვაზუთხინებდნენ ხოლმე, ანალოგიურად ავალდებულებენ მოსწავლეებს ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია დაიზუთხონ, მაგრამ ეს არ არის გასაკვირი განათლების იმ მინისტრისგან, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ექვთიმე თაყაიშვილს ადარებს.[/su_quote]

ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაალ უდუმაშვილი, მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით, რომელსაც განათლების სამინისტროსგან გრიფი აქვს მინიჭებული.

ინფორმაციისთვის, საზოგადოების ნაწილი მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი პრეტენზია იმ ქვეთავებს უკავშირდება, რომელიც აგვისტოს ომს, ვარდების რევოლუციას და ბიძინა ივანიშვილს ეხება. საზოგადოების ნაწილის შეფასებით, წიგნი პროპაგანდისტულია და მასში მოქმედი ხელისუფლების ხოტბის შესხმა ხდება, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ვარდების რევოლუციის როლი კი დაკნინებულია და უფრო მეტად უარყოფით კონტექსტშია წარმოჩენილი.

იტვირთბა....