ახალი ამბები მთავარი

მელიქიშვილზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 6 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

დღეს დილით, მელიქიშვილის 6 ნომერში, თბილისურ ეზოში გაჩენილი ხანძრის შედეგად 6 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა . ხანძრის შედეგად ორსართულიანი შენობა დაიწვა.

ადგილობრივების თქმით, ხანძარი, სავარაუდოდ, მოძველებულ ელექტროსადენებს გაუჩნდა. ხანძარი ლიკვიდირებულია, ხოლო დაზარალებული ოჯახები სასტუმროში გადაჰყავთ.

იტვირთბა....