ახალი ამბები მთავარი

რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები გადატვირთულია – მცხეთის სამედიცინო ცენტრი

მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის, ლიკა მუმლაძის განცხადებით, რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები გადატვირთულია.

მისივე თქმით, კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტების „შემოდინება ყოველდღიურად ხდება“.

„არა მხოლოდ ჩვენს კლინიკაში, არამედ ზოგადად ჰოსპიტალურ სექტორში ძირითადად გადატვირთულია რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები. გამონაკლისს არც ჩვენი კლინიკა წარმოადგენს. ყოველდღიურად ხდება მძიმე პაციენტების შემოდინება. ჩვენ გვაქვს 17 საწოლიანი რეანიმაცია და პრაქტიკულად მუდმივად არის სავსე. გვყავს ძალიან ბევრი საშუალო და ახალგაზრდა ასაკის ადამიანები, რომელთანაც მძიმედ მიმდინარეობს დაავადება”,- ამბობს ლიკა მუმლაძემ.

მისივე თქმით, დიდ პრობლემას ასევე წარმოადგენს მედპერსონალის გადაღლილობა და რესურსების ამოწურვა.„კოვიდ პანდემიის დროს ერთი და იგივე ადამიანები ვმუშაობთ უკვე ამ პრობლემასთან წელიწადნახევარზე მეტია“, – ამბობს მუმლაძე.

იტვირთბა....