[su_quote] დავწერე, წავშალე, ბევრჯერ არ ვიცი რა ხდება ჩვენ თავს ასეთი უბედურება. ერთი კვირა დასტრესილი დავდივარ და არ ვიცი რა გავაკეთო, რა მოვიმოქმედო ვის ვუთხრა, რა გამოსავალია ამ სიტუაციიდან მე, თუ კიდევ რამე გამაკვირვებდა არ ვიცოდი იმდენი რამ მაქვს ნანახი, მაგრამ ეს ორი კვირაა ისე დაემთხვა, რომ რამდენიმე პაციენტი ვნახე ასაკით ძალიან პატარები, ნარკოტიკზე დამოკიდებული, უმძიმესი დამოკიდებულების ფორმის, ქცევის და პიროვნული აშლილობებით. ზოგის ისტორია მოვისმინე და მივხვდი, რომ ძალიან სერიოზულ უბედურებაში ვართ, ხვალ, კიდეც უარესი გველის ეს არ გაჩერდება, მე მგონი და არც ვიცი რა უნდა გავაკეთოთ.
რისი ბრალია მკითხვათ – კი, აი, იმის რაც ხდება, სრული ქაოსი ქუჩაში, სახლებში დანგრეული ოჯახები, გაურკვეველი ქცევა, რომელიც რას ჰგავს არ ვიცი. რა სახელი დავარქვა, ბულინგი, აგრესია ვითომ მოჩვენებითი თავისუფლება. ხალხო, ეს ბავშვებს ჭირს 15,18,19 წლის ბავშვებს !!! არ ვიცი რა უნდა გავაკეთოთ მე ცოტა შევიშალე, მგონი, ამის მოსმენით და ყურებით და არც ვიცი როგორ უნდა დავეხმარო ოღონდ მართლა. ერთი ზუსტად ვიცი, რომ თუ ქვეყანაში ცოტა არ დალაგდა სიტუაცია, არ დამთავრდა ეს გაურკვევლობა, და არ მიეხედა საზოგადოების მენტალურ ჯანმრთელობას, ეს ძაან მძიმე შედეგებს მოგვიტანს. შემდეგ 5 წელიწადზე აღარაფერს ვამბობ, პანდემიის შედეგებზე, როდესაც კიდე წინ გვაქვს პისტ კოვიდურ პერიოდში -ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ქცევითი და ფსიქიკური აშლილობები, ეს კიდევ წინ გვაქვს. პირველად სასოწარკვეთილი ვარ და მართლა არ ვიცი რა უნდა ვუშველოთ ამ ყველაფერს. ბეწვის ხიდზე დავდივართ და ჩვენი შვილების და შვილიშვილების ჯანმრთელობაზეა საუბარი, მენტალურ ჯანმრთელობაზე [/su_quote]
ამის შესახებ ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს.