[su_quote] მე მადლიერი ვარ ბატონო სოზარ სუბარის, რომელიც ჩემს მშობელს პირადად იცონობდა მისი ასეთი დახასიათებისთვის. მე მინდა მადლობა გითხრათ ყველას, ბატონო მიშა, ქალბატონო მაია, ქალბატონო ქეთი ვინც თქვენ მოიხადეთ ბოდიში ქალბატონი თაკოს უღირსი საქციელისთვის, რომელმაც საგნობრივად ვერაფერი მისაყვედურა და მისწვდა ჩემს გარდაცვლილ მამას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მამაჩემი იყო ერთი სვანი ძალიან კარგი კაცი, მიუხედავ იმისა, რომ ქალბატონო თაკო სვანების რძალი ბრძანდება, როგორც ჩანს სვანეთს ამდენიხანი ვერაფერი გაუგო, ეს იყო კაცი რომლითაც დღესაც ამაყობს ძალიან ბევრი ქართველი და სხვანი ვაჟკაცი, ეს კაცი დღეს მარხია სვანურ მიწაზე. ასე ვიტყვი, ალბათ არ უნდა მეთქვა, მაგრმა ამ შეურაცხყოფას უპასუხოდ არ დავტოვებ, როდესაც კაცები და ქალები, ქუდიანები და კაბიანები, როგორც სვანეთში ვამბობთ, მამაჩემის საფლავის წინ გაივლიან და არცერთი არ იძახის, რომ იქ არ უნდა იყოს დამარხული ეკლესიის ეზოში, სადაც ის მარხია.
ქალბატონო თაკო, მგონია, რომ თქვენგან განსხვავებით ღირსება მაქვს! მე თქვენს მშობლებს ძალიან დიდ პატივს ვცემ. თქვენს გარდაცვლილ მამას – დიდ ქართველ პოეტს. დიდი პატივს ვცემ თქვენს დედას. არ ვიკადრებ, რომ თქვენს მშობლებს მივაყენო შეურაცხყოფა. თქვენ ქალბატონო თაკო კიდევ უფრო დიდი უღირსი საქციელი ჩაიდინეთ და ჩემს მშობლებს შეეხეთ, რომელთაგან ერთი გარდაცვლილია. ღიად მინდა გითხრათ, ჩემი მამა, ავთანდილ წულუკიანი ძალიან დიდი ქართველი ვაჟკაცი კაცი იყო. ის იყო კაცი, რომელიც თქვენი გარემოცვის ძალიან ბევრ კაცს ტოლს არ დაუდებდა. ის საფლავშიც კი სჯობია ძალიან ბევრს კაცს, თქვენს გარემოცვაში კაცი რომ ჰგონია თავი. ვგულისხმობ პოლიტიკურ გარემოცვას, თორემ ოჯახისადმი პატივისცემას კიდევ ერთხელ გიდასტურებთ [/su_quote]
ასე მიმართავს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, თაკო ჩარკვიანს საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფარგლებში საუბრისას.