ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მდინარაძე: არ ვართ ვალდებულები, დასავლელი პარტნიორების ასი მოსაზრებიდან ასივეს დავეთანხმოთ

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურებადა ამბობს, რომ მმართველი გუნდი არაა ვალდებული დასავლელი პარტნიორების ყველა მოსაზრებას დაეთანხმოს.

მისი თქმით, რიგ შემთხვევებში სტრატეგიული პარტნიორებისგან მწვავე კრიტიკა მომდინარეობს.

“მე მინდა დავაფიქსირო ნებისმიერი აზრის მიმართ პატივისცემა, განსაკუთრებით თუ ეს აზრი, თუნდაც კრიტიკა, თუნდაც მწვავე კრიტიკა, რიგ შემთხვევებში მომდინარეობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, მაგრამ ჩვენ არ ვართ ვალდებულები, რომ ასი მოსაზრებიდან ასივეს დავეთანხმოთ და საერთოდ ამის სტატისტიკა ვაწარმოოთ”, – განაცხადა მდინარაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ერთპარტიული მმართველობა რისკის ქვეშ აყენებს დემოკრატიის პრინციპს.

იტვირთბა....