ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ციტატა

ჯანგირაშილი: სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ბიუჯეტიდან კლარნეტის ყიდვის უფლება?

გამოცდილება გვაქვს სახეზე, ამიტომ არ ვენდობი ქართულ სასამართლოს. სადაც ცალსახაა კანონდარღვევა, იქ უნდა დაისაჯოს ადამიანი, გინდ სააკაშვილი იყოს, გინდ მე.

გახსოვთ, სალომე ზურაბიშვილმა კლარნეტი რომ იყიდა, თვითონ ,,კლარინეტი” რომ ეძახა? ბიუჯეტიდან, 2019-ში, პრეზიდენტი რომ გახდა? სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა კლარნეტის ყიდვის უფლება ბიუჯეტიდან, თუ არ ჰქონდა? ჩვენთან ხომ ასეა, გამარჯვებულს არ ასამართლებენ და დამარცხებულებს ატყავებენ. არ გვაქვს ერთიანი სტანდარტი, ,,ოცნებას” რომ ეთქვა, დანაშაულია, რაც ჩაიდინა სააკაშვილმა, უგულავამ, მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. გიგი უგულავა რაზე გაასამართლეს, პარტიულ მუშაკებს მერიის ბიუჯეტიდან ხელფასებს უხდიდა, დღეს მთელი ,,ქართული ოცნება” მერიის სსიპებში და აიპებში არ არის დასაქმებული? ორმაგი სტანდარტის გამო ვარ დათრგუნული

ამის შესახებ  ჟურნალისტმა ნინო ჯანგირაშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ე.წ. პიჯაკების საქმეს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ  სააკაშვილს გამოძიება 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება.

იტვირთბა....