მთავარი პოლიტიკა ციტატა

კობახიძე: სააკაშვილმა შვილის დაფინანსება მისი ნიჭიერებით ახსნა, ახლა ჩვენ შევაგროვებთ დეპუტატების ნიჭიერი ბავშვების სიას და დავაფინანსებთ

თქვენ თუ ხვდებით, რა სისულელეებს ლაპარაკობს ეს კაცი?! ე.წ. პიჯაკების საქმეში არის უმძიმესი კორუფციული დანაშაულები. მათ შორის დღეს საუბრობდა შვილთან დაკავშირებით და იმით დაასაბუთა კორუფციული სკანდალი შვილის დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომ მისი შვილი არის ნიჭიერი. ჩვენ ახლა შევაგროვებთ დეპუტატების ნიჭიერი ბავშვების სიას და დავაფინანსებთ სკოლის გადასახადს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. მას უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი და მან პასუხი უნდა აგოს ამ დანაშაულებზე

ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პიჯაკების საქმეზე წაყენებულ ბრალდებას.

იტვირთბა....