ფეისბუქზე ერთ-ერთი მომხმარებლის სტატუსმა საჯარო გაზიარება და დაპირისპირება გამოიწვია. სტატუსი შემდეგში მდგომარეობს:
„ვერ ვიტან ღარიბული ინტერიერის ფონზე გადაღებულ მათხოვარივით გამოწყობილ კაცებს, ქალებსაც, მაგრამ კაცებს განსაკუთრებით. სიღარიბე არის დიდი სირცხვილი. ეს არაა პატიოსნება, არც წესიერება და არც ქრისტიანული უბრალოება. ესაა დიდი სირცხვილი და იმის მიმანიშნებელი, რომ ასეთ ტიპებს არც არავინ ყვარებიათ, არც არავიზე უზრუნიათ და არც ესირცხვილებათ ეს. უთავმოყვარეო ბიდლო“
სტატუსის ავტორს უამრავი გამოხმაურება აქვს. უმრავლესობა პოსტის შინაარს აგრესიულად გამოეხმაურა.
„პ.ს. წაშალე შე კაი ქალო, მთელი თბილისი შენ გლანძღავს რა ძალა გადგია.“ -წერენ პოსტის ავტორს.
„ყველა კომენტარი წავიკითხე. თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, თქვენ ხართ Homo vulgarikus! ღატაკი ადამიანები, რომლებიც საუკეთესოდ ადასტურებთ ამ პოსტის სიმართლეს. კოკასა შიგან ….! მადლობა ნინოს ამ ნაგავის ამოტივტივებისათვის. და მადლობა თქვენ საკუთარი თავის გაშიშვლებისათვის.“- უკომენტარებს ერთ-ერთი მეგობარი.
„მართლაც რომ სირცხვილია სიღარიბე…
ოღონდ ინტელექტუალური, “სულიერი”, გონებრივი და სხვა მრავალი მსგავსი, რომელიც ამ ქალს უხვად აქვს!
რაღა დავამატო, თავისივე პოსტში, ყველაფერია ნათქვამი. ეჭვი მაქვს ფეისბუქი გაუტეხეს, სხვანაირად მსგავს სისულელეს ვინ დაწერდა “- წერს გახმაურებული პოსტის შესახებ ბლოგერი გურამ შეროზია.