aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ციტატა

სარალიძე: ვერასდროს ვერავინ ვერ ეღირსება ზაზა სარალიძის და მისი ოჯახის თავში წამორტყმას

არ აქვს მნიშვნელობა ღარიბაშვილი იქნება სათავეში, თუ ვინ იქნება, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მინდა რომ შეიგნონ, შეუშვან საკუთარ თავებში, რომ ზაზა სარალიძე არის ზაზა ფრიდონის ძე სარალიძე, მეტი არავინ. რაც არ უნდა ვიდეოები მიდონ, რაც არ უნდა პირად ცხოვრებაში იქექონ, იქექონ და იყვნენ რამდენიც უნდათ. ვერ გამაჩერებენ. ვერასდროს ვერ ეღირსებიან ზაზა სარალიძის და მისი ოჯახის თავში წამორტყმას. რაც ატირეს ჩემი მეუღლე, შვილი და დედაჩემი, ისიც იკმარონ
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ჯორჯიან თაიმსის ეთერში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ 30 ნოემბერს ზაზა სარალიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ ღარიბაშვილზე კრიტიკული სტატუსის შემდეგ მუქარის შემცველ და შეურაცხმყოფელ წერილებს იღებს. მისივე თქმით, მუქარის შემცველი შეტყობინებები მას შემდეგ მიიღო, რაც ღარიბაშვილი კორონავირუსის არასწორი მართვის გამო გააკრიტიკა და შეაგინა.

იტვირთბა....