ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ლევან ხაბეიშვილმა კლინიკა დატოვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა კლინიკა დატოვა. ხაბეიშვილი ინგოროყვას კლინიკაში გუშონდელ აქციაზე მიღებული ფიზიკური დაზიანებების გამო იყო მოთავსებული.

თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ფიზიკურად ათობით სპეცრაზმელი გაუსწორდა.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, მათ შორის ცხვირის ოპერაციაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „ლევან ხაბეიშვილი პოლიციისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო“.

როგორც შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ საჭირო საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას.

„კადრებში კარგად ჩანს ლევან ხაბეიშვილის ქმედება, როცა ის პოლიციისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება“, – განაცხადა დარახველიძემ.

იტვირთბა....