ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, პოლიციელებზე ძალადობის შემთხვევაში, უწყება „შესაბამის რეაგირებას მოახდენს“

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, პოლიციელებზე ძალადობის შემთხვევაში, უწყება „შესაბამის რეაგირებას მოახდენს“. მისივე თქმით, პოლიციელზე თავდასხმა კანონით აკრძალულია.

„პოლიციელი დაცული არის კანონით და მასზე თავდასხმა, მის მიმართ ძალადობრივი ქმედების განხორციელება წარმოადგენს კანონით აკრძალულ ქმედებას. თუკი ასეთ ქმედებას ექნება ადგილი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა უწყებები, კანონის შესაბამისად იმოქმედებს და ყველა დანაშაულის ჩამდენ პირს, ან მოძალადეს, რომელიც პოლიციელზე იძალადებს, რა თქმა უნდა, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ,“ – განაცხადა დარახველიძემ.

იტვირთბა....