ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ასე რამ დაგამდაბლა, ასე როგორ ჩაყევი კუბოში, რომ პირველი ვინც სძულთ შენ ხარ!” – კახა კალაძის ყოფილი მოადგილე თბილისის მერს მიმართავს

კახა კალაძის ყოფილი მოადგილე, სოფიო ხუნწარია თბილისის მერს მიმართავს:
“ხომ არასდროს დამითაგიხარ რაც წამოვედი, არასდროს არაფერი მითქვამს! 4 წელია უკვე რაც სიტყვა არ დამიძრავს და ყველა ჩემს კოლეგას, რომელიც მერიაში დავტოვე არასდროს მიკადრებია რამე მიმეწერა მათთვის! ყველას თავის არჩევანი აქვს. გუშინდელი ღამის მერე აი ამას გეტყვი: ასე რამ დაგამდაბლა, ასე როგორ ჩაყევი კუბოში, რომ პირველი ვინც სძულთ შენ ხარ! ასე როგორ დაეცი, რომ შენი შვილის ტოლა ახალგაზრდების ცემას და სისხლის ღვრას ამართლებ. ხომ ვიცი რასაც ფიქრობ გულში, ჰო და ეგრეა! უკვე კი არ ტეხავს, უკვე სირცხვილიც აღარაა, რაღაც სხვა ქვია იმას, რაც ხდება😡არც ახლა დავთაგავ, დადებული არ მექნება ისედაც ჩაუგდებენ გოშიები! დაე იარეთ თქვენი სიმართლით🤧” – წერს ხუნწარია სოციალურ ქსელში და კალაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც მერმა შსს-ს დარბევისთვის მადლობა გადაუხადა

იტვირთბა....