აღმოსავლეთიდან შემოსულ არომატებსა და სუნელებს ქართველებმა საკუთარი შტრიხები დაამატეს. ასე შეიქმნა ქართული სუნელების ისტორია. სხვადასხვა შესაკმაზს შორის, უცხო სუნელს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ის როგორც ქართულ კერძებში გხვდება ხშირად, უცხოელთან ინტერესს და აღფრთოვანებასაც იწვევს.
უცხო სუნელი ერთწლიანი მცენარეა, რომელსაც ულუმბოც ეწოდება. გავრცელებულია ინდოეთში, ირანში, არგენტინაში, სამხრეთ ევროპასა და ჩრდილო აფრიკაში. ყვავის ივნის-ივლისში და სანელებლად მისი თესლი გამოიყენება.
ქართული სამზარეულოში უცხო სუნელს თავდაპირველად ძირითადად დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მოიხმარდნენ. შემდეგ კი თანდათანობით გადმოვიდა აღმოსავლეთშიც. ამბობენ, რომ სამეგრელოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით არომატული უცხო სუნელი (ულუმბო) მოდის.
მცენარე ულუმბოს, ანუ უცხო სუნელს აშრობენ მშრალ და მზისაგან დაცულ ადგილას. მისი დაფქვა სასურველია კერძის მომზადების წინ, რადგან ასე უკეთ ინარჩუნებს არომატს. უცხო სუნელი გამოიყენება ნიგვზიან კერძებში, საცივსა და ბაჟეში, ლობიოში, მხალეულში, სვანურ კუბდარში.
ეს ინგრედიენტი თანდათანობით შეერია ევროპიდან შემოსულ რეცეპტებსაც: კატლეტს, შემწვარ ხორცსა და თევზს.