aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დიდ დიღომში, ადგილზე, სადაც პარკს ითხოვენ, მოსახლეობამ ჯვარი აღმართა

aviabiletebi
ავიაბილეთები

დიდ დიღომში, ადგილზე, სადაც მოსახლეობა წლებია სარეკრეაციო სივრცის მოწყობას ითხოვს, ჯვარი აღმართეს.

“ჩვენი უამრავი მცდელობა, კანონიერი მოთხოვნა და მოლაპარაკება არავინ გაითვალისწინა და „ძალის” გამოყენებით ჩვენი დაჩაგვრა გადაწყვიტეს, ამიტომ იძულებული გავხდით, მიგვემართა ყველასთვის, ვინც ჩვენს გასაჭირს გულთან მიიტანდა და პარკის აღდგენა/მოწყობაში გვერდში დაგვიდგებოდა.

გადათხრილ ტერიტორიაზე დავრგეთ ასამდე ნერგი, სისტემატურად იმართება საღამოები, სადაც სამეზობლო იკრიბება და ბავშვებთან ერთად სხვადასხვა თამაშობა ეწყობა.

აქვე ახლოს არის ეკლესია, საიდანაც ხალხი წირვის დამთავრების შემდეგ ამოდიოდა და უერთდებოდა პროეტსტს. მოსახლეობის გულისტკივილი სასულიერო პირებამდეც მივიდა. სამეზობლოს ნაწილმა საკუთარი ინიციატივით მიმართა თხოვნით სასულიერო პირს და თანადგომა სთხოვეს, რასაც უმრავლესობამ მიესალმა და მეტი შემართებით დაიწყო ამ ტერიტორიის დაცვა”,- აცხადებენ სამეზობლოში.

იტვირთბა....